როდესაც ავეჯს გადააქვს, არავინ იცის რას გადააწყდები 😄
ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ასრულებს ათობით გადაზიდვას, მაგრამ ზოგჯერ ისე ხალისიანად მიდის საქმე, რომ ვფიქრობთ: ეს აუცილებლად უნდა დავწეროთ ბლოგში!
🤣 აი რამოდენიმე რეალური და სახალისო შემთხვევა:
-
კატა კარადაში:
ერთი ოჯახის კარადა გადავიტანეთ და მანქანაში ჩატვირთვისას უცბად რაღაცამ ხმა გამოსცა – აღმოჩნდა, რომ შინაური კატა ჩაკეტილიყო შიგნით! პატრონმა ნახევარი საათი ძებნაში გაატარა, ჩვენ კი მანქანაში ვეფერებოდით კატას. -
დივანი, რომელიც არ გადიოდა...
ერთ-ერთი ბინიდან გადმოსატანი იყო ძველი, ძალიან დიდი დივანი. კარში არ ეტეოდა, არც ფანჯარაში... ბოლოს მეზობლებმა ფარდული დაშალეს, რომ ეზოში ჩაგვეტანა. პატრონი ჯიუტობდა რომ ის მან ჩვეულებრივად შეიტანა როცა იყიდა და ჩვენ არგვიჯერებდა მაგრამ ბოლოს პატრონს გაახსენდა რომ — ის დივანი იქ აშენდა 😅 და დაგვიჯერა. -
ბაბუას სკამი:
ერთი ბაბუა ვერ ელეოდა თავის ძველ სკამს, რომელსაც 40 წელია იყენებდა. მანქანაში ჩასმამდე ჩაგვაცმევინა სკამზე წარმოიდგინეთ, რომ "არ შემცივდეს გზაში". დავფარეთ პლედი სკამს და ისე წავიღეთ ❤️